ლეო მესი: მადლობა "ბეტისის" გულშემატკივრებს
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, "ბეტისთან" შეხვედრის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და სევილიური კლუბის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
ლეო მესიმ "ბეტისთან" ჰეთ თრიქი შეასრულა და ბრწყინვალედ ითამაშა. არგენტინელის მე-3 გოლის შემდეგ "ბენიტო ვილიამარინის" პუბლიკამ ემოციები ვერ დამალა და 31 წლის ვარსკვლავი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
"არ მახსოვს, დამიკრეს თუ არა ტაში სხვა სტადიონებზე. მადლობა ხალხს ასეთი რეაქციისთვის. ისინი ჩვენს მიმართ ყოველთვის კარგად არიან განწყობილნი, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვართ.
ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მადლობა ხალხს იმისათვის, რა რეაქციაც მათ ჩემი ბოლო გოლის შემდეგ გამოავლინეს.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. ახლა რთული პერიოდია. იქნება მატჩები ქულებისთვის. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. "ატლეტიკოს" წაგების შემდეგ ვერ მოვდუნდებით.
ჩემპიონატის მოგება - გადაწყვეტილი საკითხი? დიახ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა. წინ ქულების გათამაშება, საპასუხო მატჩები და დიდი შესვენებებია. თამაში იმავე შემართებით უნდა განვაგრძოთ და არ დავკარგოთ ქულები." - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]