ლუკა იოვიჩი "ბარსელონას" უახლოვდება
"ბარსელონა" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "აინტრახტის" თავდამსხმელს, ლუკა იოვიჩს შეიძენს. ამ ინფორმაციას RAC1-ზე დაყრდნობით AS ავრცელებს.
21 წლის იოვიჩი "აინტრახტში" "ბენფიკადანაა" განათხოვრებული. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში სერბი თავდამსხმელი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ მან არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია, განსაკუთრებით კი "ბარსელონასი".
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები გასულ კვირას იოვიჩის აგენტს შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერი განიხილეს. ცნობილია, რომ "ბარსას" ფეხბურთელი 60 მილიონი ევრო დაუჯდება.
კატალონიელები იოვიჩში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ლუის სუარესის მემკვიდრეს ხედავენ. ცნობილია ისიც, რომ ლუკა "ბარსელონაში" ადაპტაციისათვის წინააღმდეგი არაა ერთი სეზონი ურუგვაელი შემტევის დუბლიორი გახდეს.
იოვიჩის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 36 მატჩი, 22 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]