სამუელ უმტიტი: "ბარსელონაში" დავრჩები
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ ერთ-ერთ ფრანგულ ტელეშოუში განაცხადა, რომ "ბარსელონაში" რჩება.
"Telefoot" არის ცნობილი ფრანგული ტელეშოუ, რომელშიც წამყვანი სვამს კითხვებს, სტუმარი კი პასუხობს "დიახ" ან "არა". მას ასევე აქვს ერთი კითხვის გამოტოვების უფლება. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: "დარჩები თუ არა "ბარსელონაში", რაზეც უმტიტიმ უპასუხა: "დიახ".
საინტერესოა რომ, გასულ წელს ამ ტელეშოუში უმტიტიმ იგივე კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. მან ერთადერთი კითხვის გამოტოვების უფლებით ისარგებლა.
ამჯერად მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა შემდეგ კითხვაზე: "ხარ თუ არა იმედგაცრუებული შენი ყოფილი გუნდის, "ლიონის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოგდებით?"
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]