პიკე: "ესპანეთის ნაკრებში გამოსვლის გარეშე "ბარსელონაში" დიდ წარმატებებს მივაღწევ"
კატალონიის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ, პრესასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომ შეწყვიტა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა. იტყობინება, Sport.es.
"იმას ვისაც არ სურს გაიგოს, ვერასდროს გაიგებს, თუმცა მე ყველაფერი ავხსენი. მე დავტოვე ესპანეთის ეროვნული ნაკრები, რადგან ამის დრო მოვიდა და გადავწყვიტე დასვენება მიმეღო. კატალონიის ნაკრებში სათამაშო მე მხოლოდ ერთი დღე მჭირდება, განსხვავება კი ძალიან დიდია. ამასთან ერთად, სეზონში ჩატარებული მატჩების გაზრდილი რაოდენობით, "ბარსელონასთან" გაცილებით უფრო დიდი წარმატებების მიღწევა შემიძლია.
რაც შეეხება ვენესუელასთან მატჩს, ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. გულშმატკივრის შეძახილები ესპანეთის წინააღმდეგ? პატივისცემა პირველ რიგში, კატალონიელები სამაგალითონი უნდა გახდნენ." - განაცხადა, პიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]