"ბარსა"-"ესპანიოლს" ჩინეთში დიდ ეკრანზე 800-მა გულშემატკივარმა უყურა
გუშინდელი კატალონიური დერბი ჩინეთში დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში აჩვენეს. შანხაიში გამართულ ივენთს, რომელიც ლა ლიგის მიერ იყო ორგანიზებული, 800 ადამიანი დაესწრო.
მათი ინტერესის მთავარი მიზეზი ვუ ლეი იყო, რომელიც "ესპანიოლში" იანვარში გადავიდა. ჩინელი თავდამსხმელი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, მაგრამ "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო - ლიონელ მესის დუბლით, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მატჩი 2-0 მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]