Sport: "ბარსელონას" დე ლიხტის შეძენა ლიგის 1/4-ფინალამდე სურს
ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტნისა და ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის "ბარსელონაში" ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსა" დე ლიხტთან მოლაპარაკებებში სხვა კლუბებს შორის გალიდრდა. კატალონიელებს 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურება ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "აიაქსსა" და "იუვენტუსს" შორის გასამართ მატჩამდე უნდათ, თუმცა ეს რთული ამოცანაა.
"ბარსელონამ" ამსტერდამულ კლუბსა და თავად ჰოლანდიელ უკანახაზელს ოფიციალური შეთავაზება მარტში გაუკეთა. სატრანსფერო თანხა, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს, უფრო ნაკლებია, ვიდრე ფრენკი დე იონგის შემთხვევაში, თუმცა კონტრაქტის პირობები - მსგავსი. "აიაქსი", თავის მხრივ, უფრო მეტის გამომუშავებას ისურვებდა, მაგრამ ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება, თუ ამის სურვილს თვითონ დე ლიხტი გამოთქვამს.
მატიას დე ლიხტი "აიაქსის" სკოლის აღზრდილია. მან ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]