ექვსი მოგება ჩემპიონობამდე
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტური "ბარსელონასთვის" ძალიან წარმატებული გამოდგა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ტურის ცენტრალურ მატჩში "ატლეტიკო" სტუმრად 2-1 დაამარცხა, მანამდე კი თავისი თამაში "ბლაუგრანას" ერთადერთმა კონკურენტმა, "რეალ მადრიდმა" წააგო.
ლა ლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე "ბარსელონა" წინ უკვე 7 ქულითაა გაჭრილი, რაც ჩემპიონობის შენარჩუნებისთვის წინგადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია.
დარჩენილი 8 თამაშიდან ექვსის მოგება ჰანსი ფლიკის გუნდს პირველობას გაუნაღდებს, ხოლო თუ 10 მაისს "რეალ მადრიდი" დაამარცხეს, კატალონიელებს 5 მოგებაც ჰყოფნით.
საინტერესოა, რომ თუ "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" თავიანთ მომდევნო 4-4 თამაშს მოიგებენ, 35-ე ტურში "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გასამართი "ელ კლასიკო", შესაძლოა, საჩემპიონო გამოდგეს. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში "რეალ მადრიდის" ძლევით "ბარსა" ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 14 ]