ერნესტო ვალვერდე "ვილიარეალთან" მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე "ვილიარეალთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ვილიარეალთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

"ლიონელ მესის მსგავსი ფეხბურთელის დასასვენებლად იდეალური დროის შერჩევა შეუძლებელია, მაგრამ ვნახოთ, ხვალ როგორი სიტუაცია იქნება. შეიძლება, მისი დასვენება "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ "ვილიარეალთანაც" ზუსტად იგივე 3 ქულის აღება შეგვიძლია, ამიტომ, ამ მატჩს ნაკლები მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ჩვენი მეტოქეები უცდიან, როდის დავკარგავთ ქულებს. თუ ეს მოხდება, მათ იმედები მიეცემათ. 

სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. გვესმის, რომ ჩემპიონობა ჯერ განაღდებული არ გვაქვს. 

"ვილიარეალი" ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. ისინი "სელტასთან" დამარცხდნენ, თუმცა, როგორც წესი, მათთან ადვილად ვერ ვიგებთ.

ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაბრუნდება უსმან დემბელე. ჯერ არ ვიცით, მოახერხებს თუ არა ის "მანჩესტერთან" თამაშს. 

ტრებლისთვის ვიბრძვით, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა და არცერთი ტურნირი არ მოგვიგია. ყველა დარჩენილ შეხვედრას ფინალის მსგავსად მოვეკიდებით". - თქვა ვალვერდემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #5 2 აპრილი 2019 13:42
    0
    წადი ერასტი-ვალიკო...წადი და გაგვახარე! laughing
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 2 აპრილი 2019 12:48
    0
    ციტატა: რეალი
    მოიგეთ ბიჭო თქვენი მოგება მიწერია ამის დედა ვატირე

    მეც ამიტომ ორმაგად ვგულშემატკივრობ
    რეალი
    სტუმარი [?]
    #3 2 აპრილი 2019 08:01
    0
    მოიგეთ ბიჭო თქვენი მოგება მიწერია ამის დედა ვატირე
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #2 1 აპრილი 2019 21:49
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ეს კამანდა უნდა დააყენო ვალო ხვალ
    შტეგენი
    სემედუ ვერმაელენი უმტიტი ალბა
    არტური ვიდალი ალენია
    მესი ბოატენგი მალკომი

    მესიმ რაკიტიჩმა და პიკემ უნდა დაისვენონ
    შტეგენი
    სემედუ უმტიტი ლენგლე ალბა
    არტური ბუსი ალენია
    მალკომი სუარესი კოუტინიო

    პიკემ და რაკიტიჩმა დისკვალიფიკაციის ზღვარზე ყოფნის გამო უნდა დაისვენონ
    მეორე ტაიმში უნდა შემოვიდეს ვიდალი ბუსის ნაცვლად და მესი მალკომი/კოუს ნაცვლად თუ ვაგებთ და სუარესის ნაცვლად ბოატენგი თუ ვიგებთ და ნუ მე მინდა რო რიკი პუჩი იყოს განაცხადშ და თუ წინ ვიქნებით შემოიყვანოს 20 წთ...ნუ ეს მემინდა და ვიცი არმოხდება მაგრამ ძაან გაასწორებდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 აპრილი 2019 20:51
    1
    ეს კამანდა უნდა დააყენო ვალო ხვალ
    შტეგენი
    სემედუ ვერმაელენი უმტიტი ალბა
    არტური ვიდალი ალენია
    მესი ბოატენგი მალკომი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued