ბართომეუ: "მესი "ბარსელონაში" სამუდამოდ!"
კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები არგენტინელ ვარსკვლავთან მოლაპარაკებებს იწყებენ.
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის სურვილია, ის "ნოუ კამპზე" კარიერის დასრულებამდე დარჩეს.
"მესისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გვინდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მუდმივად აგრძელებს პროგრესს. მჯერა, რომ იგი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს უმაღლეს დონეზე", - აცხადებს ბართომეუ.
"უახლოეს თვეებში მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით, რათა კარიერის დარჩენილი მთლიანი ნაწილი ლეომ სწორედ ჩვენთან გაატაროს".
"მესი ერთი გუნდის მოთამაშეა. ის ჩვენთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ მოედანზე ყოფნაა. მისი "ბარსელონასთან" ურთიერთობა სამუდამოდ გაგრძელდება. სურვილი გვაქვს, რომ მესი კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ "ბლაუგრანაში" დარჩეს, უკვე განსხვავებულ პოზიციაზე", - დაასრულა პრეზიდენტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]