პეპი: ”აზრი არ აქვს სარკეში ყურებას და საკუთარი თავის შექებას”
გუშინდელ პრეს კონფერენციაზე, ”ბარსელონას” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ უარყო ჭორები, ”კოპა დელ რეის” თასზე სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებით ასპარეზობასთან დაკავშირებით.
შეკითხვაზე, თუ ვის გამოიძახებს ”ატლეტიკის” მატჩში მონაწილეობის მისაღებად, პეპმა უპასუხა: ”ამას თამაშის დაწყებამდე გადავწვეტთ. არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავს არაკომფორტულად გრძნობენ, თუმცა ჩვენ ”კოპა დელ რეის” ყოველთვის სერიოზულად ვეკიდებით. თუ ვფიქრობთ, რომ თასების მოგებას ერთი და იგივე თერთმეტი მოთამაშით შევძლებთ, ძალიან ვცდებით. თასებს შემცვლელი ფეხბურთელებიც იგებენ... მთლიანი გუნდი, და არა (საწყისი) თერთმეტი კაცი. თითოეულ მათგანს უნდა მოგება.”
მოგეხსენებათ, ფერნანდო ლიორენტე ვერ მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ მატჩში. ამასთან დაკავშირებით გვარდიოლამ განაცხადა: ”ის საკვანძო ფეხბურთელია თავისი გუნდისთვის. მას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. თუმცა გუნდმა მის გარეშეც კარგად იასპარეზა. მისი შემცვლელი მოიპოვება გუნდში. მაგალითად, ტოქუერო. ან შესაძლებელია ფორმაციის შეცვლა და მუნიაინისა და სუსაეტას გამოყენება.”
”ეს შემთხვევა განსხვავებული იქნება. ”ატლეტიკთან” თამაში ყოველთვის რთულია.” - უპასუხა გვარდიოლამ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ აზრს, იმასთან დაკავშირებით, რომ ”ესპანიოლის” მსგავსად, ”ატლეტიკიც” კონტრ შეტევებზე ორიენტირებული გუნდია.
”ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომელიც მოითხოვს ოპონენტის სიძლიერესთან შეგუებას. თუ ისინი ითამაშებენ დაცვითი სტილის ფეხბურთს, მაშინ მოსალოდნელია კონტრ შეტევები. თუ ისინი შეტევაზე გადმოვლენ, მაშინ უნდა დაიცვა საკუთარ ნახევარზე არსებული სივრცე. რაც შეეხება ”ესპანიოლს”... ეს არის ძალიან კარგი გუნდი. ჩვენ კარგად ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ. მაგრამ, თუ ისინი ასეთივე ფორმას შეინარჩუნებენ, მაშინ სეზონს მაღალ პოზიციაზე დაასრულებენ. მე არასდროს მინახავს ისეთი ძლიერი ”ესპანიოლი”, როგორიც ვნახე შაბათს, მიუხედავად თამაშში მათი შედეგისა.”
შეკითხვაზე, კმაყოფილია, თუ არა, თავისი გუნდის შედეგით მიმდინარე სეზონში, გვარდიოლამ უპასუხა: ”კმაყოფილი ვარ. წელს ჩვენს ფეხბურთელებს არ ქონიათ ბევრი ტრამვები. ისინი კარგად ართმევენ თავს საქმეს. და ჩვენ ვახერხებთ, კარგი თამაშით, ქულების მოპოვებას. ეხლა კი, ცოტას დავისვენებთ.”
”მაგრამ, ჩვენ არ უნდა ვიყუროთ სარკეში გამუდმებით და ვიძახოთ, თუ რა კარგები ვართ. როცა საქმე კარგად მიდის, სწორედ მაშინ უნდა ვიყოთ ფხიზლად. წაგების შიში არის ძირითადი მიზეზი ჩვენი კარგად თამაშისა.”
”წინ გრძელი გზა არის და ხალხს უნდა, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც ახლა.”
”ძალიან მადლობლები ვართ ასეთი კომპლიმენტებისთვის. მაგრამ, შეიძლება სამშაბათს ცუდი დღე გვქონდეს და გამოვეთიშოთ ჩემპიონატს. თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებები. ყოველთვის შეიძლება საქმის უკეთესად გაკეთება.”
გვარდიოლა შეეხო ბოიანის კონტრაქტის განახლების საკითხს: ”ძალიან კარგი სიახლეა. არასდროს გვიფიქრია მისი გაყიდვა ან განათხოვრება. არ დაგვავიწყდეს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა გუნდში, და უკვე დიდი ხანია, რაც ძირითადშია. ჩვენ უდიდესი ნდობა გვაქვს მის მიმართ, ისევე, როგორც მისი თამაშის მიმართ. რახან ის უკვე დიდი ხანია აქ არის, ეს ნიშნავს, რომ მე მას ვენდობი. ახლა ჩვენ დიდი ხნით გვეყოლება შესანიშნავი მომავლის მქონე ფეხბურთელი.”
ტიაგოსა და ფონტასის ძირითად გუნდში გადმოყვანასთან დაკავშირებით, პეპმა განაცხადა: ”ჩვენ ამას იანვარში გადავწყვეტთ.”
გვარდიოლამ თავი აარიდა ვილიასა და იბრაჰიმოვიჩის შედარებას, როდესაც შეკითხვა დაუსვეს, თუ რატომ არის მიმდინარე სეზონში გუნდი უკეთესი: ”გუნდში სამი წელი მუშაობა, საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ. მე უფრო ადვილად შემიძლია ჩემი გზავნილის მიწოდება მათთვის. რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ჩვენ გუნდის განახლება გვჭირდება. იბრაჰიმოვიჩთან ერთად 99 ქულის მოგროვება შევძელით, და ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ. არის ისეთი რამ, რაც მან გუნდს მისცა, და რისი მიცემას ვილიას არ შეუძლია, და პირიქით.”
გვარდიოლამ ასევე ისაუბრა პედროსა და ბუსკეტსზე და განაცხადა: ”ისინი პირველ რიგში კარგი ბიჭები, ხოლო შემდეგ კარგი ფეხბურთელები არიან.”
ბოლოსკენ კი, პეპი შეეხო ალვესის გაჭიანურებულ კონტრაქტის გახანგრძლივების თემას: ”ეს არც გუნდს დააზარალებს და არც დანის ავნებს. კარგი იქნება, თუ საკითხი დროზე გადაწყდება. მაგრამ, მოლაპარაკებები ასე წარმოებს ხოლმე. ეს ორივე მხარეს კარგად ესმის.”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]