"ბარსა ბ" ქულებს ისევ კარგავს

"ბარსა ბ" ქულებს ისევ კარგავს

"ბარსელონა ბ"-მ ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა და რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ქულები ისევ დაკარგა. ამჯერად, გუნდი "კორნელიას" დაუპირისპირდა. 

კოლადოს და მუსა ვაგეს გოლებით, ჩავი პიმიენტას შეგირდება პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვეს. მატჩი ფრედ დასრულდა. 

32 ტურის შემდეგ, "ბარსას" სარეზერვო გუნდს 46 ქულა აქვს. გათამაშების დასრულებამდე 6 მატჩით ადრე, პლეი-ოფის ზონაში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა, რადგან კატალონიელებს მე-4 ადგილამდე 8 ქულა აშორებთ, თუმცა მეტოქეზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რაც საკმაოდ რეალურ შანსს მაინც ტოვებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აპრილი 2019 02:02
    0
    გამოუცვალეთ ტრენერი ბიჯო გამოუცვალეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 8 აპრილი 2019 00:20
    0
    რო შევიდნენ და გაიმარჯონ ლა ლიგაში გადმოვლიან???? და რა ორი ბარსა იქნება????