ჩავი უარყოფს გავრცელებულ ჭორებს მასსა და დიარას შორის საუბარზე
”ეს სრული სიცრუეა. ასეთი ჭორის გავრცელების აზრი არ მესმის. მე რომ მსგავსი რამ მეთქვა, შეურაცხყოფას მივაყენებდი როგორც მადრიდის ”რეალს”, ასევე დიარასა და თავად ”ბარსას”.”- განაცხადა, ჩავი ერნანდესმა, ”Sport.es”-სთვის დღეს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მოგეხსენებათ, ”El Mundo Deportivo”-ს ჟურნალისტმა, ხავიერ ბოშმა განაცხადა, რომ ”კამპ ნოუზე” ”კლასიკოს” დასრულების შემდეგ, გასახდელი ოთახისკენ მიმავალმა ჩავი ერნანდესმა, მადრიდელ დიარას ბურთი მიაწოდა და უთხრა: ”იქედან გამომდინარე, რომ ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში არ შეხებიხართ, ცოტა ხანს მაინც დაიჭირე”. ჩავი ერნანდესმა უარყო ეს ფაქტი და განაცხადა: ”იყო ასეთი უდიდესი კლუბის წევრი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. რახან მე ამ კლუბს წარმოვადგენ, მე მეკისრება პასუხისმგებლობა ჩემს მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებასა, თუ ქცევაზე. არასდროს გავაკეთებ მსგავს კომენტარს. ”ბარსას” ფორმა ასეთის თქმის უფლებას არ იძლევა.”
”ბავშვობიდან ვცდილობ გავხდე უკეთესი. მსგავსი ტყუილები არავის წაადგება. ეს მხოლოდ ვნებს ხალხს და არ მესმის, რა უნდა იყოს ასეთი განცხადების მოტივი.”
”მისმინეთ... მე რომ არ ვიყო ამ გუნდში და ვესაუბრებოდე საკუთარ თავს, მე ვიტყოდი ყველაფერს, რასაც მოვისურვებდი. მაგრამ, მანამ, სანამ მაცვია ”ბლაუგრანას” ფორმა, მე ვიცი ჩემი ადგილი, იმიტომ, რომ მე ამ კლუბს წარმოვადგენ.”
”ეს არის ერთ-ერთი კატალონიელი ჟურნალისტის ნათქვამი, მაგრამ ვერ ვხვდები მიზეზს, თუ რატო უნდა ეთქვა მსგავსი რამ. მე ვისურვებდი, რომ, სანამ ამ სტატიას გამოაქვეყნებდა, კარგად ჩაეხედა საკითხებში.”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]