"ბარსელონას" შეუძლია ჩემპიონობა ლიგის 1/2-ფინალამდე ოფიციალურად გაიფორმოს
"ბარსელონას" შანსი აქვს ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალებამდე გაინაღდოს.
პრიმერას 31 ტურის შემდეგ "ბარსა" "ატლეტიკოს" 11, ხოლო "რეალს" 13 ქულით უსწრებს. ეს ნიშნავს, რომ დარჩენილი 7 მატჩიდან ოთხის მოგების შემთხვევაში კატალონიელები ჩემპიონები გახდებიან, ხოლო თუ მადრიდულმა გუნდებმა ყველა დარჩენილი თამაში ვერ მოიგეს, ერნესტო ვალვერდეს გუნდს უარესი შედეგიც აწყობს.
განვიხილოთ შემთხვევა, რომ "ატლეტიკომ" და "რეალმა" ყველა შეხვედრა მოიგეს. ასეთ შემთხვევაში, "ბარსას" შეუძლია 27 აპრილს გაჩემპიონდეს, ამისთვის კი "უესკას", "რეალ სოსიედადის", "ალავესისა" და "ლევანტეს" დამარცხება იქნება საჭირო, რაც რთული ნამდვილად არ უნდა იყოს.
თუ მოვლენები მართლაც ასე განვითარდა და "ბარსამ", ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიერიც დასძლია, 1/2-ფინალიდან კატალონიელებს შეეძლებათ აქცენტი სრულად ამ ტურნირზე გააკეთონ.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველი მატჩები 30 აპრილსა და 1 მაისს, ხოლო განმეორებითი 7 და 8 მაისს გაიმართება. ამ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "ბარსელონას" მეტოქე "ლივერპული" ან "პორტუ" იქნება. ორივე ეს გუნდი მძაფრ საჩემპიონო ბრძოლაშია ჩართული და დიდი ალბათობით, ნახევარფინალების დროს, ისინი ჩემპიონთა ლიგისთვის ძალების დაზოგვას ვერ მოახერხებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]