პიკე დისკვალიფიცირებულია
გამოცდილი ესპანელი ცენტრალური მცველი პრიმერა დივიზიონის უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მოგეხსენებათ, გასულ ტურში ჟერარ პიკემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" თამაშისას გაფრთხილება მიიღო და საერთო ჯამში 5 ყვითელი ბარათი მოუგროვდა.
შესაბამისად, ის გამოტოვებს მომდევნო ტურს, სადაც კატალონიელები ბოლო ადგილზე მყოფ "უესკას" დაუპირისპირდებიან.
როგორც ცნობილია, სამუელ უმტიტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო, მზადაა პიკე შეცვალოს. ასევე, არიან კლემან ლენგლე და ტომას ვერმალენი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]