ახალი შეთავაზება ალვეშს

ახალი შეთავაზება ალვეშს

პეპ გვარდიოლას სურს, რომ დანი ალვესი დარჩეს გუნდში ნებისმიერ ფასად. ამიტომ სანდრო როსელთან უკანასკნელ შეხვედრაზე მან დაიჟინა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმება ფეხბურთელთან არის აბსოლიტური პრიორიტეტი. ეს იყო პირდაპირი და გულწრფელი განცხადება, ყველანაირი ფარული მინიშნების გარეშე. ჩვეულებრივ, სპორტული დირექციის შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობს კონტრაქტების გახანგრძლივებაზე, შესაძლებელ დანაკლისებსა და შენაძენებზე. ამ კვირას დანი ალვესის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, რომელიც გვარდიოლასთვის პრიორიტეტად ითვლება.
სანდრო როსელმა და ხოსეპ მარია ბართოლომეუმ გვარდიოლას მხარი დაუჭირეს და საქმეს შეუდგნენ, რათა რაც შეიძლება მალე შეესთავაზონ ალვეშს უფრო მომგებიანი წინადადება. დღემდე კლუბის შეთავაზებები არ აკმაყოფილებდა ბრაზილიელს, რომელსაც სურს, რომ იღებდეს იმდენს, რამდენსაც ჩავი და ინიესტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.