ბოიანი: "ძალიან ბედნიერი ვარ"
მოგეხსენებათ გუშინ საღამოს, "ბარსას" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო მისი გამოსასწყიდი თანხა 20 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა იგი 100 მილიონ ევროს შეადგეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბოიანმა განაცხადა, რომ იგი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მე მეძლევა შანსი იმისა, რომ ჩემი ცხოვრების გუნდში ზრდა განვაგრძო. ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე ხდება, მაგრამ კლუბი ამ ხელშეკრულებით მე ნდომბას მიცხადებს", განაცხადა ბოიანმა "ბარსა TV"–სთან საუბარში.
კრკიჩმა დაამატა: "ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და დავამტკიცებ იმას, რომ მე აქ ყოფნას ვიმსახურებ."
ახალი გარიგებით, ბოიანი "ბარსაში" 25 წლამდე დარჩება. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლიდან გამოდის. პირველი გუნდის მაისურით 146 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 38 გოლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]