კრის სმოლინგი: "ბარსელონასთან" შეხვედრამ გაგვახარა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, კრის სმოლინგმა "ბარსელონასთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ამ სეზონში, წილისყრის დროს, იქნება ეს FA თასი თუ ჩემპიონთა ლიგა, იოლი მეტოქე არ შეგვხვედრია. "პარი სენ-ჟერმენთან" თამაშის შემდეგ ვიცით, რომ დიდ გუნდებთან თამაში შეგვიძლია. "ბარსელონასთან" დაპირისპირებას მოუთმენლად ველით."
"წილისყრის დროს, ყველანი სპორტდარბაზში ვიყავით. ვარჯიშის წინ, იქ გასახურებლად დაახლოებით 10 წუთს ვატარებთ, მაგრამ იმ დღეს 20 წუთს გავჩერდით, იმიტომ, რომ წილისყრისთვის ტელევიზორში გვეყურებინა. "ბარსელონასთან" შეხვედრამ გაგვახარა, ეს აღვნიშნეთ და ვარჯიში გავაგრძეეთ." - ავრცელებს სმოლინგის სიტყვებს Tribuna.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 10 აპრილს, "ოლდ ტრაფორდზე", "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]