რუნი: "ბარსა" საუკეთესოა"

რუნი: "ბარსა" საუკეთესოა"

"მანჩესტერ იუნაიტეტისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, უეინ რუნი არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც ძალზედ აღფრთოვანებულია "ბარსელონას" თამაშით. მან კომენტარი გააკეთა გასულ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით, რომელიც 29 ნოემბერს, "კამპ ნოუზე" ჩატარდა. ამ შეხვედრაში კატალონიურმა კლუბმა "მადრიდის რეალი" გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. უეინმა განაცხადა, რომ ისეთ თამაშს, რომელსაც "ბარსელონა" თამაშობს, მსოფლიოს ვერც ერთი კლუბი ვერ აჩვენებს.

"როდესაც მე ვუყურე "ბარსელონას" ფეხბურთელების გოლებს, როდესაც შევხედე ამ ადამიანების მიერ დადგმულ წარმოდგენას, მათზე შთაბეჭდილება უფრო გამეზარდა და ისინი ფეხზე წამოდგომის ღირსებად მივიჩნიე. ჩემი ცოლ-შვილი შემოვიდა ოთახში და დავნახე, რომ ძალიან გაკვირვებულნი იყვნენ მომხდარით. ეს იყო საუკეთესო შერულება, რაც კი ჩემი ცხოვრების მანძილზე მინახავს. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ ფეხბურთს, რომელსაც "ბარსელონა" თამაშობს, ვერც ერთი კლუბი ვერ გაუძლებს."-განაცხადა უეინ რუნიმ "Sport.es"-თან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.