ლიონელ მესი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ
იყო დრო, როდესაც ლიონელ მესის თამაში ინგლისური კლუბების წინააღმდეგ კრიტიკის საგანი ხდებოდა, რადგან მესი მათ წინააღმდეგ თავის გამოჩენას ვერ ახერხედბა. თუმცა წლების განმავლობაში სიტუაცია არგენტინელის სასრგებლოდ შეიცვალა. მან 30-ჯერ ითამაშა პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ, გაიტანა 22 გოლი და მიითვალა 6 საგოლე გადაცემაც.
ყველაზე მეტჯერ მესიმ "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშა - 10 მატჩი, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა ამდენივე საგოლე გადაცემა. მესის საყვარელი კლუბი კი "არსენალია", რომელსაც 6 შეხვედრაში 9 გოლი გაუტანა.

საკუთრივ "იუნაიტედის" წინააღმდეგ არგენტინელმა 4 მატჩში ითამაშა და 2-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. ორივე უმნიშვნელოვანესი გოლია, ვინაიდან მესიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოიჩინა თავი 2009 და 2011 წელს, რითაც ხელი შეუწყო გუნდის ტრიუმფს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]