დე ხეა: "შევეცდებით, "ბარსელონა" დავამარცხოთ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Goal.com.
"ძალიან რთულია ჩემპიონთა ლიგაზე პრემიერლიგის მატჩების შემდგომ ითამაშო, თუმცა საუკეთესო გუნდებმა ამას თავი უნდა გაართვან. ვფიქრობ, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ცუდად ვითამაშეთ, ბევრი რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი.
სამშაბათს "ბარსელონასთან" დიდი გამოწვევა გველის. ჩვენ შევეცდებით ეს მატჩი მოვიგოთ. "მანჩესტერს" ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებულობა აქვს. წინ შესანიშნავი თამაში გველის." - განაცხადა, დე ხეამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]