"გრონინგენის" 18 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადადის
სანამ ყველა "ბარსელონაში" ფრენკი დე იონგის უკვე შემდგარ და მატიას დე ლიხტის შესაძლო ტრანსფერებზეა გადართული, ამასობაში კატალონიური კლუბი კიდევ ერთ პერსპექტიულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იმატებს. ამჯერად საუბარი "გრონინგენის" 18 წლის ნახევარმცველზე, ლუდოვიტ რეისზეა.
FOX Sports-ის ცნობით, რეისი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა. კატალონიელებს მისი შეძენა 4-5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ეს ინფორმაცია "გრონინგენის" სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუდოვიტ რეისი "ბარსელონას" პირველ გუნდთან უკეთ ადაპტაციისთვის თავდაპირველად "ბარსელონა ბ"-ში ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]