სელტა-ბარსელონა - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

სელტა-ბარსელონა - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სელტასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.

"ხვალინდელ თამაშს ისე ვუყურებთ, როგორც სხვა დანარჩენებს. ჩვენი მიზანი მორიგი 3 ქულის აღებაა. ისიც სიმართლეა, რომ დატვირთული კალენდარი გვაქვს და როტაციას მივმართავთ.

აშკარაა, რომ "ლივერპულთან" ორმატჩიანი დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ ვიცით, რა შეუძლია მეტოქეს. ჩვენ ეს პირველ თამაშშიც ვნახეთ. ახლა "ბალაიდოსზე" ხვალ გასამარათ თამაშზე ვარ კონცენტრირებულნი.

არტური თავს კარგად გრძნობს. ის, დიდი ხნის განმავლობაში, ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ ხვალინდელი თამაშისთვის მზადაა.

სერჟი რობერტო ნახევარმცველია, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფლანგზეც ვიყენებთ. მისი უპირატესობა უნივერსალურობაა.

არ ვიცი, არის თუ არა ჩავი ყველა დროის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, რომელსაც პოზიციური თამაში კარგად ესმის და რომელსაც შესანიშნავი პასი აქვს. მისი ფეხბურთი ექსტრაორდინალურია.

რა თქმა უნდა, ჩავი "ბარსას" პროფილის მწვრთნელი იქნება.

კრიტიკა "ლივერპულთან" მატჩში ჩვენს სტილთან დაკავშირებით? სათქმელი არაფერი მაქვს. ჩვენ 3:0 მოვიგეთ, ძალიან ძლიერი სტილი გვაქვს და ამით ვამაყობთ.

ტერ შტეგენს შესანიშნავი სეზონი აქვს. ის განსაკუთრებულ უსაფრთხოებას გვძენს.

მურილიოსა და ბოატენგის ტრანსფერები? უნდა გავითვალისწინოთ, როგორ მდგომარეობაში ვიყავით იმ დროს. მხოლოდ 2 ცენტრალური მცველი გვყავდა. ეს ტრანსფერები სიტუაციაში სასწრაფო ჩარევა იყო.

ლა ლიგის დარჩენილ თამაშებში სილესენს გამოვიყენებ. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ. ის დიდებული მეკარეა.

მალკომი კარგად გამოიყურება თამაშებშიც და ვარჯიშებზეც. მას, სხვებთან შედარებით, ნაკლები შანსი ეძლევა, მაგრამ აქ თამაში რთულია. მან ადაპტაცია კარგად გაიარა და როდესაც შანსი ეძლევა, ის კარგად თამაშობს.

არ ვღელავ იმაზე, როგორ შეაფასებს პრესა ჩვენს სეზონს.

ხვალინდელი თამაშისთვის გუნდის მოტივირება რთული არაა. მოედანზე მოსაგებად გავალთ.

ვფიქრობ, ალენია მზადაა, გუნდში უფრო მნიშვნელოვანი როლი დაიკავეს. გასულ სეზონში ის "ბარსა ბ"-ს საუკეთესო ბომბარდირი იყო და მის პოზიციაზე დიდი კონკურენციის მიუხედავად, ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ვამყარებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sons of anarchy
    სტუმარი [?]
    #11 4 მაისი 2019 23:37
    0
    ეს ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჩანს..
    Culé [?]
    #10 4 მაისი 2019 00:30
    1
    არტურს ტრამვა ჰქონდა?? მაგიტომ არ ათამაშა ლივესთან??🤔🤔🤔
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #9 4 მაისი 2019 00:15
    3
    ფეტხბურთი თუ გიყვარს კაცს და გინდა რომ ლა ლიგა სანახაობრივი ლიგა იყოს ისეთი გუნდების გავარდნა როგორიც სელტაა არ უნდა გინდოდეს მე პირადად ბარსას შემდეგ ლა ლიგაში სელტას ვგულშემატკივრობ. რაც შეეხება 2017 წლის დაპირისპირებას რომ იხსენებ მარტო შედეგს რო უყურებ კარგად შეხედე იმ მატჩს სადაც სელტა უდიდეს უპირატესობას ფლობდა და როცა ასპასი საჯარიმოში წააქციეს იყო 100% თერთმეტ მეტრიანი იმის მაგივრად მსაჯს პენალტი დაედო ასპასს მეორე ყვითელი მისცა და გააგდო და 10 კაცით რეალთან თითქმის ერთი ტაიმის ჩატარება სელტას კი არა ბარსას გაანადგურებს
    [?]
    #8 3 მაისი 2019 22:31
    15
    ციტატა: messi ❤❤❤❤
    ვალვერდემ წააააგო ტაქტიკურად, მთელი გუნდი დაცვაში ჩააყენა და შეტევა G.O.A.T.-ს ებარა მთლიანად, უფანტაზიო ნახევარდაცვა კამპნოუზე იდეაში უკვე მარცხია

    ეხლა მამენტ სად კლოპი და სად ვალვერდე სხვადასხვა დონის მწვრთნელები არიან მარა ვალვერდე რატოა იცი ჭკვიანი? (არ მეგინა ამას თუ ვიიტყოდი) საკუთარ შესაძლებოლბებს ზუსტად აფასებს.იცოდა რო ვერ გაუძლებდა პრესინგს და მეორე ნომრად მოუწევდა 75 წუთი თამაში და მაგიტო დააყენა თუნდაც ვიდალი და არა არტური. მაგიტო შემოიყვანა სემედო კოუს ნაცვლად. გოლს არ გაუშვებდა ეგ არ იცოდა კი მარა ზუსტად შეაფასა თავისი გუნდის ძალა. არაა დღევანდელი ბარსა 2011 წლის, ესეთ პრესინგს რო გაუძლოს და ტერიტორიულად მოუგოს ლივეს თამაში. ნახევარდავაში უფანტაზიორობა კიდე არსებული რესურსის ბრალია. რაკიტიჩი ვიდალი ორივე დაცვითი ნახევარმცველია, არც არტურია კრეატივის მამა. ჯერ ჯერობით ეგაა რეალობა. და უნდა იცოდე საკუთარი ძალა თორე აბა ვალვერდეს გვარდიოლასავით პირველ ნომრად თამაში ეცადა და მეტი სივრცე მიეცა ლივესთვის, მოუვიდოდა იგივე რაც შარშსან გვარდიოლას. ჯიუტად შეეცადა პირველ ნომრად თამაშს და 3-0 წააგო. და მამეტ როცა მწვრთნელი ხარ, გყავს ფანტასტიურ ფორმაში ლანგლე პიკე და შტეგო უნდა გქონდეს იმედი რო ვერ გაგიტანენ. გაგვიმართლა კი მარა ბევრ ეპიზოდში ფეხბურთელებმა გააკეთეს ყველაფერი რო არ გაგვეშვა. მარტო რაკიტიჩის სეივი რად ღირს. კლოპს გუნდი უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ყავს და ეგაა. ვალვერდემ კიდე ეს იცოდა და ის დაუპირისპირა რაც გააძლებინებდა და რითაც შედეგი მიიღწეოდა. სხვანაირად რო ეთამაშა ბარსას ამ სასტავით წააგებდა. ესეთ პრესინგს ჩავი და ინი თუ გაუძლებდნენ და შეტევაშიც აღარ გვყავს 3 ტოპ იგროკი. მესია მარტო და ხან სუარესი. მესამე კაცი არ გვყავს დღეს დონე. და სწორი გათვლა იყო თორე არც მე მესიამოვნა საკUთარ ნახევარზე გამოკეტილი ბარსას ნახვა. მარა როცა ჩავიესტას ნაცვლად ვიდალი რაკიტიჩი გყავს ესე უნდა ითამაშო. მომავალი წლებიდან ალბათ შეიცვლება ეგ. როცა არტური მოუმატებს, დე იონგი ათამაშდება და ასე შემდეგ

    თორე ლივე შენ გგონია რამე ტაქტიკა ქონდა? პრესინგია ეგ გუნდი თავიდან ბოლომდე. იყვნენ სასწაულად მომზაადებულები და გვაპრესინგებდნენ 75 წუთი. თორე რომელიმე კომბინაცია დაგვიხატეს, მესი გააჩერეს თუ კონტრატაკები არ გაეპარათ? კლოპი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს Iღებს, ავარჯიშებს 24 საათი სანამ ესეთ კონდიციებში არ ჩადგება და იღებს იგროკის საუკეთესო ვერსიას. ამითაა ის ერთ ერთი საუკეთესო თორე როგორც ტაქტიკოსი არაფერია.
    Culé [?]
    #7 3 მაისი 2019 22:27
    2
    შემადგენლობა გადაახალისე: სილესენი, ტოდიბო , უმტიტი , ვერმაელენი , სემედუ , რიკი პუჩი , ალენია , არტურ მელო (ან ვიდალი) , ბოატენგი , მალკომი , დემბელე
    --------------------
    1% Chance + 99% Faith = Remontada
    Factos! LM8
    [?]
    #6 3 მაისი 2019 22:19
    3
    ციტატა: ferreira10
    ციტატა: messi and iniesta
    იშვიათი წინადადება რომელსაც ახლა ვიტყვი იმედია ბარსა ხვალ წააგებს

    იმედია! სელტა უნდა დარჩეს ლალიგაში და ის მადრიდი რეალის ზამენა მონა გუნდი ვალიადოლიდი უნდა გაუდგეს გაზას სეგუნდასკენ.

    ასევე იმედია ხვალ ლევანტე მოიგებს და ზეგ ჟირონა. და ბასკები არ დათმობენ თამაშ ვალიადოლიდთან.

    ვალიადოლიდი გავარდება. ლევანტეს სახლში აქ ვალეკანოსთან მერე ჟირონას სახლი ლევანტესთან. მანდ 3-3 ქულა და გავლენ. ვალიადოლიდს ვალეკანოსთან გასვლა აქ სახლში კიდე ბილბაო ვალენსია. რთული კალენდარია და თუ ვარი ისევ არ გამოშტერდა არ მგონია გადარჩნენ. თან 2 ქულით უკან არიან

    ციტატა: ferreira10
    ციტატა: me da barca
    ენფილდზე რა გველის, რას ფიქრობ

    რას უნდა გველოდეს? 4-0 მოგვიგებენ ან 5-1 განწირულია ლივერპილი .ფინალში ვართ 100 %

    გუნდი მზადაა მორალურად და ეგაა რა თორე მამენტ ლივე ენფილდზე ძალიან ძლიერია. პროსტა ხო ნახე მაქსიმუმი დადეს გვაჯობეს თამაშით და 3-0 წააგეს. ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ. თან იმდენად არ ჯერათ გასვლის მესის შემხედვარე რო სერიოზულად არც აღიქვამენ თავიანთ შანსებს. ეგეთი ფანები კიდე დაიკიდეთ, ყანაზე ყრია უარესები, ვარსელონაო და რეები ქვიათ, მსაჯები აგებინებენ ბარსასო :D თან რეალის ფანები რო ამბობენ, სუარესის გაგდებას ითხოვდნენ ლივესთან და რამოსს თურმე ყვითელიც არ ეკუთნოდა. ეგეთები ერთად უნდა შეყარო ცეცხლმოკიდებულ სახლში და გარედან ჩაკეტო :D თითონ ლივეს საღოლ, არც კლოპმა იბოროტა და ფეხბურთელებმა ყველამ შეაქეს ლეო. აბა რეალისთვის უარესები აქვს ნაკეთები და ვინმეს 1 კაი სიტყვა უთქვამს მესიზე? დედამო...ბის გროვა იყო არის და იქნება. ბოღმადრიდი,. ასე რომ დაიკიდეთ. ძალიან ახლსოვს ვართ ფინალთან და ლეო ამდენ შრომას წყალში არ ჩაყრის. ვალო კიდეშეიძლება ტოპ სპეციალისტი არ იყოს მარა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და 1 გოლზე ითამაშებს. რომა აღარ უნდა განმეროდეს თორე ლუზერების გუნდი ბარსა იქნება ლივე კი არა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 მაისი 2019 22:07
    2
    დასტოინად ილაპარაკა ყოჩაღ ვალო <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 3 მაისი 2019 21:36
    0
    იშვიათი წინადადება რომელსაც ახლა ვიტყვი იმედია ბარსა ხვალ წააგებს
    《DiNiTo CuLe 》... ...
    სტუმარი [?]
    #3 3 მაისი 2019 20:25
    1
    ეს ტაქტიკაში albat მარტო მესის გულისხმობs :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 მაისი 2019 20:18
    2
    ტაქტიკაო...?, 3:0-იო?, ..ლეო მესიო?..ესაო და ისაო მაგრამ მე თუ მკითხავთ რომ არა შტეგენი და მისი 2 სეივი 1:0-ზე მაშ(ვ)ინ მერწმუნედ რომ ღრმად ჩაასტვენდა ტაქტიკაც, 3:0-ც, ლეო მესის დუბლი და ჯადო-გოლიც და სულაც ესაო და ისაოოოო???. ასე რომ შტეგაც დასაფასებელია სათანადოთ. ასეთი იქნება ჩემი კომენტარი.
    Culé [?]
    #1 3 მაისი 2019 20:12
    1
    ხოდა მიდი და შეუბერე ბოლომდე