"ბარსელონა" და "რეალი" დონი ვან დე ბეკისთვის იბრძოლებენ
"ბარელონა" და "რეალი", "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველით, დონი ვან დე ბეკით ინტერესდებიან, იტყობინება Mundo Deportivo.
"ბარელონამ" "აიაქსიდან" ფრენკი დე იონგი უკვე შეიძინა და მატიას დე ლიხტის გაფორმებსთანაც ახლოსაა. ახლა კატალონიელებს კიდევ ერთი პერსპექტიული ფეხბურთელის ყიდვა სურთ, მაგრამ ვან დე ბეკის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მას პოლ პოგბას ალტერნატივად მიიჩნევს, ამიტომ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, მადრიდელები მზად იქნებიან ჰოლანდიელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]