Don Balon: "ბარსელონა" "ატლეტიკოს" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს
ესპანური Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ.
წყაროს ცნობით, საუბარი ფილიპე კოუტინიოსა და ანტუან გრიზმანზეა. როგორც უკვე იცით, კატალონიელები გრიზმანის შეძენას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც მათ მადრიდელებს კოუტინიო შესთავაზეს. ბრაზილიელი ნახევარმცველი ტრანსფერს უკვე დათანხმდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ფრანგი შემტევი, მატიას დე ლიხტთან ერთად, კატალონიური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 53 მატჩში მიიღო, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]