ერიკ ტენ ჰაგი თავის მომავალზე საუბრობს
"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"მე "აიაქსთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ამით ბედნიერი ვარ. მომავალი სეზონისთვის ვმუშაობთ, ახლა კლუბის დატოვებას არ ვაპირებ." - ციტირებს ერიკ ტენ ჰაგის სიტყვებს Goal.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ჰოლანდიელ სპეციალისტს კატალონიელების მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მოისაზრებდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]