ლუის სუარესი - "ლიდერი" გამოუყენებელ შანსებში
რამდენიმე დღის წინ, დასრულდა 2018-19 წლის ლა ლიგის გათამაშება. როგორც ყოველთვის, სეზონის ბოლოს, სხვადასხვა ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.
"ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სასიხარულოა, რომ ლიონელ მესი, 36 გოლით, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე არგენტინელი საუკეთესოა საგოლე გადაცემებშიც (12).
სამწუხაროდ, მესისთან ერთად, "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესიც "ლიდერობს" ერთ-ერთ სტატისტიკურ კომპონენტში - გამოუყენებელი შანსები. ურუგვაელი ამ ასპექტში არა თუ "საუკეთესოა", არამედ მას ამ სეზონში, ღირსეული მეტოქეც კი არ ჰყოლია. სუარესი, მეორე ადგილზე მყოფ ქარიმ ბენზემას 13 ქულით უსწრებს.

31 გამოუყენებელ მომენტთან ერთად, ლუისმა ლა ლიგაში 21 გოლის გატანა მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მას მეტოქის კარის აღების შანსი მიეცემა, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის ამას ვერ მოახერხებს, ვიდრე იმის, რომ სუარესი გოლს გაიტანს.
კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ, კევინ-პრინს ბოატენგი ზამთარში იჯარის წესით აყვანა გადაწყვიტა, მაგრამ მან ურუგვაელს კონკურენცია ვერ გაუწია. სავარაუდოდ, ლუის სუარესი მომავალი სეზონიდანაც "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]