ბართომეუ: სეზონი კარგი იყო, ვალვერდეს სრულ ნდობას ვუცხადებთ
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ სეზონს აფასებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ნდობას კიდევ ერთხელ უცხადებს.
"მინდა დავაფასო ადამიანი, რომელიც მშვიდად, პატივისცემითა და ჭკუით მართავს ჩვენს გუნდს და ვინც ჩვენს ახალ ღირებულებებს მისდევს. ერნესტო ვალვერდეზე იმედებს ვამყარებ. მას სრულ ნდობას ვუცხადებთ.
ვფიქრობ, სეზონი კარგი იყო. ესპანეთის თასის ფინალის შედეგს ველოდებით.
ლა ლიგა კვლავ დიდი უპირატესობით მოვიგეთ. ამ ტურნირის მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის მიუხედავად, თუ ვინ რას იტყვის."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]