ჟერარ პიკე კოპა დელ რეის ფინალის წინ
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, კოპა დელ რეის ფინალის წინ, პრეკონფერენციაზე ისაუბრა.
"დე იონგი? კლუბმა უნდა იპოვოს, ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ტიტულების მოგებაში დაგვეხმარებიან. დე იონგმა უკვე დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია."
"ლივერპულთან" მარცხი? ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოცდილება იყო ჩემს კარიერაში."
"ჩევენ "ბარსელონას" სტილით ვთამაშობთ. ზოგჯერ ამის გაკეთება მარტივია, ზოგჯერ კი რთული. ეს ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული, ზოგჯერ მოწინააღმდეგე გუნდი ამის საშუალებას არ გვაძლევს. არის მომენტები, როცა შეუძლებელია ბურთის ფლობა და თამაშის კონტროლი."
"ვალენსია" წლის დასაწყისში სტაბილური არ ყოფილა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში, მათ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ. "ვალენსია" არის გუნდი, რომელთანაც ამ სეზონში, ლა ლიგაში ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ."
"პირველივე წუთებიდან ანგარიშის გახსნაზე უნდა ვიფიქროთ." - ციტირებს ჟერარ პიკეს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ ფინალში "ბარსას" "ვალენსია" დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]