ივან რაკიტიჩი: ვალვერდეს მხარს 100%-ით ვუჭერთ
"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიასთან" წაგების შემდეგ, კომენტარს აკეთებს.
ერნესტო ვალვერდემ რაკიტიჩი 76-ე წუთზე შეცვალა, რასაც 31 წლის ნახევარმცველის გაბრაზება მოჰყვა.
"მოედნიდან გაღიმებული ვერ გავალ, თუმცა გაბრაზებული საკუთარ თავზე ვიყავი. მწვრთნელის გადაწყვეტილებას ვეთანხმები.
ფეხბურთი, ჩვენთან, დაუნდობელი იყო. ბევრი ტკივილი მოგვაყენა. სეზონის ასე დასრულება მტკივნეულია.
ვალვერდეს მხარს 100%-ით ვუჭერთ. მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს El Chiringuito.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]