მესიმ, პიკემ და სუარესმა "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ, ავტობუსში ისაუბრეს
კოპა დელ რეის ფინალში "ვალენსიასთან" მარცხის შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა - ლიონელ მესიმ, ჟერარ პიკემ და ლუის სუარესმა გუნდის ავტობუსში ისაუბრეს, იტყობინება As.
კლუბის ვეტერანებს საუბარი გაუგრძელდათ. ავტობუსის აეროპორტში მისვლის შემდეგაც კი, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მათ ტრანსპორტი არ დაუტოვებიათ. გუნდის სხვა ფეხბურთელები 10 წუთზე მეტი ელოდებოდნენ მესის, პიკესა და სუარესს, რათა სხვა ავტობუსში ჩამსხდარიყვნენ, რომელიც თვითმფრინავამდე მიიყვანდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რის შესახებ საუბრობდნენ არგენტინელი, ესპანელი და ურუგვაელი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]