Sport: "ბარსელონა" ნეიმარის შეძენას 2020 წელს შეეცდება
როგორც იცით, ბოლო დროს აქტიურად იწერება ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ.
მორიგ ინფორმაციას ავრცელებს Sport. წყარო წერს, რომ ნეიმარმა იცის, "ბარსელონადან" წასვლა კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, ბრაზილიელს "კამპ ნოუზე" დაბრუნება სურს.
Sport-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსელონა" ამ მომენტისათვის ამ რთული ოპერაციის დადებით და უარყოფით მხარეებს სწავლობს. კატალონიაში ფიქრობენ, რომ საუკეთესო ვარიანტი კიდევ 1 წელი მოცდა და მოვლენებზე დაკვირვება იქნება, შემდეგ კი, 2020 წლის ზაფხულში, ფეხბურთელის კვლავ "გალურჯ-ბროწეულისფრება".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]