ტერ შტეგენის ღია წერილი "ბარსელონას" გულშემატკივრებს
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ადნრე ტერ შტეგენმა, კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით, გულშემატკივრებს მიმართა.
"ძვირფასო "ბარსას" ოჯახო და გულშემატკივრებო,
2018/19 წლების საკლუბო სეზონი დასრულდა და ჩემთვის საერთოდ სეზონიც დასრულდა, რადგან მუხლის ტრავმის გამო ნაკრებს ვერ დავეხმარები. თავს სრულად მკურნალობას ვუძღვნი და კლუბის ბაზაზე 100%-ით ვიხარჯები იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ინტენსიური სეზონი გამოვიდა. ახლა მინდა ზაფხულში დავისვენო და გონება გავიწმინდო.
ლა ლიგაში ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და ჩემპიონები დიდი უპირატესობით გავხდით. თასის კვლავ მოსაგებად ბევრი ვიშრომეთ და ამჯერად ეს "კამპ ნოუზე" მოვახერხეთ. ეს, ჩემთვის, ბოლო 5 წელიწადში მოგებული მე-4 ჩემპიონატია. "ბარსელონამ" კი, ბოლო 11 სეზონში, ჩემპიონობა 8-ჯერ იზეიმა. ეს დიდი მიღწევაა!
თუმცა, ისევე, როგორც ყველა, ჩემი თანაგუნდელების ჩათვლით, მეც იმედგაცრუებული ვარ. ამის მიზეზი კი სეზონის დასასრულია. სეზონი კარგი იყო, მაგრამ არა იდეალური. ის ბოლოსკენ რთული მომენტებით გამოირჩეოდა.
უპირველსად ვგულისმხობ "ლივერპულთან" "ენფილდზე" მომხდარს, სადაც უნრალოდ კარგად ვერ ვითამაშეთ. მეორე რიგში კი, ვგულისხმობ "ვალენსიასთან" თასის ფინალში წაგებას. შანსი გავუშვით ხელიდან გავმხდარიყავით პირველი გუნდი, რომელიც ესპანეთის თასს ზედიზედ მეხუთედ მოიგებდა.
"ბარსელონაში" ჩემი მე-5 სეზონი დასრულდა. ამ კლუბის მაისურით 190 თამაში ჩავატარე და ამით ვამაყობ. დიდი პატივია, როდესაც თქვენს სიმღერებში ჩემი სახელი მესმის. მადლობა კარს უკან გულშემატკივრობისთვის, სტუმრად ქომაგობისთვის. მადლობა იმისათვის, თუ როგორ გვექცევით მე და ჩემს ოჯახს ამ ქალაქში. თქვენს მხარდაჭერას მოედანს მიღმაც ვგრძნობ. მათ კი, ვინც აქ არ ცხოვრობს, ვეცდები მადლობა სოციალური ქსელებით გადავუხადო. ასეთი გლობალური გულშემატკივრობის ხილვა ძალიან შთამბეჭდავია.
დასკვნის სახით, მინდა კლუბში მომუშავე ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი ასრულებენ და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ.
იმედი მაქვს, ყველას კარგი ზაფხული გექნებათ! :-)
მარკი."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]