მატიას დე ლიხტმა ორ კლუბს უთხრა, რომ "მხოლოდ" მათ შემადგენლობაში სურს თამაში
"აიაქსის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის ტრანსფერის ირგვლივ ხმაური არ წყდება.
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელის "ბარსელონაში" ტრანსფერი დასრულებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არაა. ESPN-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის ცნობით, მატიასმა ორ კლუბს უთხრა, რომ თამაში "მხოლოდ" მათ რიგებში სურს - ეს ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას მორიგ ხრიკს ჰგავს, რომელიც დე ლიხტის მომავალი კონტრაქტის პირობების გასაუმჯობესებლად და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელის ტრანსფერისგან მეტი საკომისიოს მისაღებად ყველაფერს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონა" არ აპირებს ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველში არარეალური თანხის გადახდას.
19 წლის ფეხბურთელით "ბარსელონას" გარდა, "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენი" ინტერესდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]