რატომ არ მიდის რაბიო "ბარსელონაში"?
იანვრის დასაწყისისთვის ნათელი იყო შეთანხმება რაბიოსა და "ბარსელონას" შორის. 30 ივნისს ფრანგი თავისუფალი აგენტი ხდება და კატალონიურ კლუბს უფასოდ შეეძლო მისი დამატება, საქმეც აქეთკეთ მიდიოდა, თუმცა მოხდა სამი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც მოვლენათა კარდინალური ცვლილება გამოიწვია და რაბიო "ბლაუგრანას" მიღმა დარჩა.
1. ფრენ დე იონგთან მიღწეული შეთანხმების გამო რაბიო უკვე პრიორიტეტული აღარ იყო და აქცენტი ჰოლანდიელზე გაკეთდა.
2. რაბიომ განაცხადა, რომ მას არ სურდა კვლავ დაცვითი სტილის ნახევარმცველი ყოფილიყიო, თუმცა "ბარსელონას" ფრანგთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა.
3. რაბიოს დედა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის წარმომადგენელია, ბონუსად მეტ თანხას ითხოვდა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
ასე და ამგვარად, რაბიოს, რომელსაც ფაქტობრივად შემადგენლობაში არ უთამაშია, კვლავ ფრანგულ კლუბში დარჩენა მოუწევს ან უფრო დაბალი დონის გუნდის ძებნა უნდა დაიწყოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]