"ატლეტიკოს" აღმასრულებელი დირექტორი: გრიზმანი "ბარსელონაში" მიდის
მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებელი დირექტორი ხილ მარინი ადასტურებს, რომ მისი გუნდის ლიდერი ანტუან გრიზმანი, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონაში" ითამაშებს.
"ნამდვილებით ვიცი, სად წავა გრიზმანი. ეს ჩვენ მარტიდან მოყოლებული ვიცით... ის "ბარსელონაში" მიდის." - ციტირებს ხილ მარინის სიტყვებს Movistar+.
ჩვენის მხრივ კი დავამატებთ, რომ "ატლეტიკოს" ეს განცხადება გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერის გაოფიციალურებას არ ნიშნავს. ვინაიდან საქმე ფეხბურთელის გამოსყიდვას ეხება, ტრანსფერის განხორციელებისთვის "ატლეტიკოს" ნებართვა საჭირო არაა. შესაძლოა, მადრიდულმა გუნდმა ამის შესახებ უშუალოდ ტრანსფერის დღეს გაიგოს. აქამდეც ცნობილი იყო, რომ მარტში "ბარსელონა" და გრიზმანი შეთანხმდნენ, მაგრამ გავრცელებული ცნობებით, მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 34 ]