ფაბრეგასმა კრიტიკას პასუხი გასცა
სესკ ფაბრეგასი "ლა მასიას" აღზრდილია. მან კლუბი 16 წლის ასაკში დატოვა და "არსენალს" შეუერთდა. 21 წლის ესპანელი უკვე "მეთოფეთა" კაპიტანი იყო. მიუხედავად ამისა, მან მაინც მშობლიურ კლუბში დაბრუნება არჩია. ჩრდილოეთ ლონდონელთა რიგებში სესკმა მხოლოდ ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.
"ბლაუგრანაში" დაბრუნების შემდეგ მას ძალზე კონკურენტული გარემო დახვდა. აქ იყვნენ ინიესტა, ჩავი და ბუსკეტსი. აქედან გამომდინარე, ფაბრეგასს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუხდა. "არსენალის" ერთ-ერთმა ქომაგმა ტვიტერზე სპეციალური პოსტი დადო, რომელზეც ფაბრეგასის მაისურებია (სხვადასხვა კლუბების) და წარწერა გაუკეთა "აქ შენ იყავი "არსენალის" კაპიტანი. თუმცა შენ "ბარსელონას" სათადარიგოთა სკამი არჩიე".
ფაბრეგასმა მომხმარებელს შესაბამისი პასუხი გასცა. "მე სასტარტოდან დავიწყე 151-დან 121 თამაში, მოვიგე 6 ტიტული, მოვიგე ლა ლიგა 100 ქულით, გავიტანე 43 გოლი და გავაკეთე 47 საგოლე გადაცემა ... დიახ, კარგია." - ციტირებს ესპანელის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასმა კატალონიური კლუბი 2014 წელს დატოვა და "ჩელსის" შეუერთდა. მან ლონდონურ კლუბში 2 პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი მოგო. ამჟამად ესპანელი "მონაკოს" რიგებში თამაშობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]