ლამი “ბარსელონაში” 2009 წელს გადავა
მიუნხენის "ბაიერნთან” კონტრაქტის დამთავრების შემდეგ გერმანიის ნაკრების მცველი "ბარსელონაში” გადავა.
კატალონიურ კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს უკვე მოელაპარაკა და დაითანხმა იმაზე, რომ 2009 წელს, მას შემდეგ რაც ლამს მიუნხენებლებთან კონტრაქტი დაუმთავრდება, იგი "ბარსელონაში” გადავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლამი ხელს ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამდა ლამის მანამდე შეძენაზეც იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენური კლუბი მცველის ფასს დაუკებდა, მაგრამ ეს არ მოხდა და ლამიც "ბარსაში” 2009 წლიდან ითამაშებს.
აღნიშნულ ინფორმაცია ესპანური გამომცემლობა "Marca” ავრცელებს.
წყარო: www.sports.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]