ლუის სუარესი: ნეიმარს ძალიან უჭირს
"ბარსელონასა" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი თავისი ყოფილი თანაკლუბელის, ნეიმარის ტრავმაზე საუბრობს.
ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ცოტა ხნის წინ, ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ის კოპა ამერიკას გამოტოვებს.
"მე და მესი ნეიმარს ვესაუბრეთ და მას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ის ასეთი ტურნირის გამოტოვების გამო დამწუხრებულია. ბრაზილიის ნაკრები მისი არყოფნით ბევრს კარგავს.
ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთლია, თუმცა ბრაზილიას სხვა მოთამაშეებიც ჰყავს. ვფიქრობ, მოიძებნება ვინმე, ვინც ნეიმარს შეცვლის.
ახლა ნეიმარს ძალიან უჭირს. მე ეს ვიცი, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ." - ციტირებს სუარესის სიტყვებს Globo Esporte.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]