მესიმ გაიტანა - არგენტინამ პირველი ქულა აიღო [ვიდეო]
არგენტინის ნაკრებმა გვიან ღამით კოპა ამერიკის მეორე ტურის მატჩი გამართა, პარაგვაის წინააღმდეგ.
მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის 37-ე წუთზე რიჩარდ სანჩესმა ნომინალური სტუმრები დააწინაურა, 57-ე წუთზე კი ლეო მესიმ ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გამოიყენა. მალევე, თერთმეტმეტრიანი არგენტინის კარშიც დაინიშნა, თუმცა ამჯერად მეკარემ ბურთი მოიგერია.
აღსანიშნავია, რომ თამაშზე გავლენა მწვრთნელის უცნაურმა გადაწყვეტილებებმაც მოახდინა. ლიონელ სკალონი, ჯერჯერობით, ხორხე სამპაოლიზე უკეთეს შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=hJGO8mKrzxU]
B ჯგუფში კოლუმბიამ ყატარი დაამარცხა და პირველი ადგილი გაინაღდა. არგენტინას ჯგუფიდან გასვლის შანსის დასატოვებლად ყატარისთვის მოგება დაჭირდება, რაც არც ისე ადვილი იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]