"ბარსელონას" რაბიოსთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს
იმის გამო, რომ "ბარსელონამ" ადრიენ რაბიოს შეძენაზე უარი თქვა, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელისთვის თანხის გადახდა მოუწევს. ამ ინფორმაციას Sky Italia და Sport ავრცელებს.
რამდენიმე თვის წინ, "ბარსელონა" და რაბიო პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ. 24 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" უფასოდ უნდა გადმოსულიყო. თუმცა, მას შემდეგ, "ბარსამ" ფრენკი დე იონგი დაიმატა და რაბიოს ტრანსფერმა აქტუალობა დაკარგა.
დღეს გავრცელებული ცნობებით, მხარეებს შორის არსებული შეთანხმება "ბარსელონას" ავალდებულებს, კონტრაქტზე უარის თქმის გამო, რაბიოს საჯარიმო თანხა გადაუხადოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]