პეპ გვარდიოლა გრიზმანსა და ნეიმარზე
"ბარსელონას" ლეგენდას და "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, კატალონიურ გუნდში ნეიმარის და ანტუან გრიზმანის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს.
"სპორტულ დირექტორზე და მწვრთნელზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება კლუბში.
ორივე, გრიზმანი და ნეიმარი, ძალიან კარგი ფეხბურთელია და მათი დამატება ნებისმიერი გუნდისთვის შესანიშნავი იქნება.
რას ვფიქრობ ნეიმარის დაბრუნებაზე? ამაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ასეთი საკითხები მე არ მეხება და არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ არასწორად გაიგოს. ეს მხოლოდ "ბარსელონას" საქმეა". - თქვა გვარდიოლამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]