არტურო ვიდალი: ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, რომელიც ჩილეს ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში, კოპა ამერიკაზე თამაშობს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
როგორც იცით, ვიდალს ბოლო დროს მილანის "ინტერს" უკავშირებენ, რომელშიც ახალ მთავარ მწვრთნელად მისი ყოფილი დამრიგებელი, ანტონიო კონტე დაინიშნა.
"კონტეს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ პირადად მე, ახლა მხოლოდ ჩემს ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული". - თქვა მან.
ვიდალის ჩილემ, რომელსაც ბოლო ორი კოპა ამერიკა მოგებული აქვს, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის მეოთხედფინალში პერუს ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]