არტურო ვიდალი - "მილანისა" და "ინტერის" სამიზნე
"ბარსელონას" ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენით იტალიური კლუბებეი, "ინტერი" და "მილანი" არიან დაინტერესებულები, იტყობინება Mundo Deportivo.
"მილანს" სურს, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს. იტალიელები ფიქრობენ, რომ არტურო მათ ამაში დაეხმარებათ. რაც შეეხება "ინტერს", გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე და ვიდალი ერთ კლუბში უკვე ყოფილან - "იუვენტუსში". არ არის გამორიცხული, მათ "ინტერშიც" ერთად იმუშაონ.
წყაროს ცნობით, თუ "ბარსელონა" კარგ შემოთავაზებას მიიღებს, ჩილელს გაყიდის, მაგრამ იტალიურ კლუბებს "ბლაუგრანასთვის" ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]