როსელი: "პეპი გვაფრთხილებდა, რომ რთული მატჩი იქნებოდა"

როსელი: "პეპი გვაფრთხილებდა, რომ რთული მატჩი იქნებოდა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი გამოეხმაურა მატჩის წინ პეპ გვარდიოლას მიერ გაკეთებულ პროგნოზს, რომელმაც განაცხადა, რომ "ლევანტესთან" მატჩი საკმაოდ რთული იქნებოდა.

"ჩვენ გვჯერა ჩვენი მწვრთნელის. ის არის საუკეთესო მსოფლიოში და არ ცდება. როდესაც პეპი ლაპარაკობს ყველამ უნდა მოვუსმინოთ მას. შეხვედრის წინ მან თქვა, რომ გუნდს თამაში გაუჭირდებოდა და საკმაოდ რთული მატჩი გველოდა, როდესაც მე ეს ყველაფერი ვნახე მივხვდი, რომ გვარდიოლა არ სცდებოდა და სრულებითაც ვეთანხმები მას. წლის პირველი თამაში ყოველთვის რთულია ფეხბურთელებისათვის, მაგრამ მათ შესძლეს და ჩვენთვის სასიკეთოდ დაამთავრეს შეხვედრა. გუნდისათვის შემდეგი დაპირისპირებაც, ბილბაოში საკმაოდ რთული იქნება, ჩვენი ფეხბურთელები ამ მატჩს მთელი სერიოზულობით მოეკიდებიან და ვიმედივნებ, რომ კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე გავალთ"-განაცხადა სანდრო როსელმა.

გარდა ამისა, გუშინ პრეზიდენტმა მიგელის რეკორდის გამეორება მიულოცა ჩავის, რომელმაც თავისი 549-ე თამაში ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით გასულ დაპირისპირებაში. როსელის თქმით ჩავი არის გუნდისათვის დიდი ძალა, არის ერთგული და მას "ბარსა" სისხლში აქვს გამჯდარი.

იგივე დაამატა "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ და ამჟამად სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამაც. "ჩვენ გვქონდა რეკორდი მიგელის შესრულებით, რომელიც ჩავიმ გაიმეორა, ეს არის კლუბისათვის დიდი პატივი, როდესაც ფეხბურთელი აყენებს "ბარსას" სახელს ზემოთ გასული ათწლეულის მანძილზე." 
შეგახსენებთ, რომ ჩავის დებიუტი "ბარსელონას" პირველი გუნდის შემადგენლობაში 1998/1999 წლების სეზონში, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ შედგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.