გულწრფელი პროტესტი, თუ დაგეგმილი შეტევა "ბარსელონაზე"?
ბოლო დროს, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს, სოციალურ ქსელებში, აქტიურად აკრიტიკებენ. ცოტა ხნის წინ შექმნილი ჰეშთეგი #BartomeuOut ესპანეთში პირველ ადგილს იკავებდა, მსოფლიოს მასშტაბით კი ოცეულში შედიოდა.
მალევე, Twitter-მა ამ ჰეშთეგის გამომყენებელი რამდენიმე ათასი ანგარიში გააუქმა.
ახლახანს გამოქვეყნდა კომპანია I3 Ventures-ის კვლევა, რომლის შედეგებითაც ირკვევა, რომ "ბარსელონას" მაკრიტიკებელი 31 772 სოციალური ქსელის ანგარიში აქტიურობის არანორმალური მოდელით გამოირჩეოდა და ისინი კონკრეტულად "ბარსელონას" დისკრედიტაციისთვის იყო შექმნილი.
კვლევამ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელებში, "ბარსელონასთან" დაკავშირებით 12 მილიონამდე ექაუნთი აქტიურობს. აქედან 30 ათასზე მეტი იმისთვისაა შექმნილი, რომ "ბარსელონაზე" შეტევა მიიტანოს. მათი უმეტესობა ანონიმურია და ისინი "ბარსელონას" წაგების შემდეგ აქტიურდება. ისინი ყველაზე ხშირად ერნესტო ვალვერდესა კრიტიკითა და "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელის განსჯით გამოირჩევიან.
კვლევის ავტორები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულ სახეს ატარებს და მიზანი "ბარსელონას" იმიჯის შელახვაა.
კვლევამ დაადგინა, რომ "ბარსელონას" შესახებ პოლემიკაში შესული ექაუნთების 1% კრიტიკული კონტენტის 20%-ს ქმნის. გარდა ამისა, ის ექაუნთები, რომლებიც სავარაუდოდ ბოტები და ფეიქ ექაუნთები არიან, არხერხებენ და პოლემიკის 12%-ს აკონტროლებენ, ზოგ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 30%-მდე ადის.
კვლევა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]