ოფიციალურად: დენის სუარესი "სელტაში" გადადის
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი დენის სუარესი კარიერას ვიგოს "სელტაში" განაგრძობს.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ტრანსფერიდან 12.9 მილიონ ევროს მიიღებს. გარიგებაში გათვალისწინებულია 3.1-მილიონიანი ბონუსიც.
დენის სუარესი, რომელიც ახლა 25 წლისაა, "ბარსელონა ბ"-ში 2013 წელს, "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა. 2014/15 წლების სეზონი მან იჯარით "სევილიაში" გაატარა, რის შემდეგაც ფეხბურთელი "ვილიარეალმა" იყიდა. ერთი წლის შემდეგ "ბარსამ" დენისი დაიბრუნა, მიმდინარე წლის იანვარში კი "არსენალში" გაანათხოვდა.
"ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით დენის სუარესს 71 თამაში და 8 გოლი დაუგროვდა. კატალონიაში მან 5 ტიტულის მოგება მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 31 ]