რატომ თქვა დე იონგმა უარი 14 ნომერზე
"ბარსელონამ" გუნდის ჰოლანდიელ ახალწვეულს, ფრენკი დე იონგს 14-ნომრიანი მაისურით თამაში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს სურდა, ლეგენდარული იოჰან კრუიფის პატივსაცემად, მის თანამემამულესაც 14 ნომრით ეთამაშა. თუმცა, დე იონგმა "ბლაუგრანას" ამ შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და 14 ნომერზე უარი თქვა, რადგან ის კრუიფთან შედარებებსა და ზედმეტ წნეხს მოერიდა. მან 21 ნომერი აირჩია.
ამჟამად "ბარსელონაში" 14 ნომერი მალკომია და დე იონგისთვის ამ ნომრის შეთვაზება ნიშნავს, რომ კატალონიელები ბრაზილიელ შემტევზე იმედებს აღარ ამყარებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]