გაბი მილიტო: მესის ნიჭი უსასურულოა

გაბი მილიტო: მესის ნიჭი უსასურულოა

გაბრიელ მილიტო "სარაგოსასა" და "ბარსელონაში" თამაშობდა. მან ორივე კლუბში საკუთარი კვალი დატოვა და მისი ლიდერული სული დიდწლად განაპირობებდა წარამატებას. ლიონელ მესი მისი კარგი მეგობარია და Marca-სთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს მან არგენტინელზეც ისაუბრა.

- რას ფიქრობთ ლიონელ მესის როლზე ნაკრებში?

"დროთა განმავლობაში ჩვენ ვცვლით ჩვენს ქცევას, არა მკაცრად, თუმცა ვაუმჯობესებთ გარკვეულ ასპექტებს. მე უფრო მოწიფულ მესის ვხედავ. ეს კოპა ამერიკის პირველი ორი მატჩის შემდეგ შევამჩნიე. ეს შეხვედრები გუნდმა არც ისე კარგად ჩაატარა. შემდეგ მესი გამოვიდა და ძალიან მშვიდად ისაუბრა. რამდენიმე წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. რასაკვირველია, მასაც სტკივა, თუმცა უფრო შესაფერისად იქცევა. "

- როგორ ურთიერთობა გაქვთ მესისთან?

"მასთან ცოტას ვსაუბრობ, თუმცა ძლიერი გრძნობები გვაკავშირებს. არ ვურეკავ და არც ის მეხმიანება ხოლმე, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩემთვისაც და მისთვისაც დიდი ბედნიერებაა. როდესაც მეგობრობა საკმარისად ძლიერია, მას არ სჭირდება ყოველდღე შეხვედრა და საუბარი. რა საკვირველია, მნშვნელოვანი მოვლენების დროს ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით."

- რას ფიქრობთ, ჩვენ ბოლოჯერ ვხედავთ საუკეთესო მესის?

"არაააა, არავითარ შემთხვევაში. მისი ნიჭი უსასრულოა და ფიზიკურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. როცა იგი 40 წლის იქნება, რა თქმა უნდა, იმავეს ვერ გააკეთებს, მაგრამ ამჟამად იგი ისეთ ასაკშია, როდესაც ფეხბურთისგან დიდ სიამოვნებას იღებ."

ციტირებს მილიტოს სიტყვებს MARCA

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ივლისი 2019 19:22
    3
    მე არ ვიცი რა ტვალიტ უნდა სევხედო ფეხბურტს მესი რო წავა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued