გრიზმანის ადვოკატი "ატლეტიკოზე" გაბრაზებულია
გუშინ, "ბარსელონამ" ანტუან გრიზმანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, "ატლეტიკო" კატალონიური კლუბისგან დამატებითი 80 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვს, რადგან მადრიდელები ამტკიცებენ, რომ "ბარსელონამ" ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ანტუანთან მოლაპარაკებები, როდესაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო. ამაზე კომენტარი გრიზმანის ადვოკატმა გააკეთა.
"ანტუანი "ატლეტიკოს" ლიდერების მოქმედებებით იმედგაცრუებულია. ისინი იმის საპირისპიროს აკეთებენ, რაც გრიზმანს პირადად უთხრეს."
"მათ ჰგონიათ, რომ სწორ რამეს აკეთებენ? კარგი, მაშინ, თუ საჭირო გახდა, ჩვენც იგივეს მოვიმოქმედებთ."
"გრიზმანს უბრალოდ უნდა, რომ მისი ტრანსფერი აღნიშნოს, ახალ სახლში, კარიერისა და ცხოვრების ახალ ფაზაში." - ციტირებს ანტუან გრიზმანის ადვოკატის სიტყვებს L'Equipe.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]