ერიკ აბიდალი: გრიზმანთან წინასწარი შეთანხმება არ გვქონია
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ანტუან გრიზმანის მადრიდის "ატლეტიკოდან" კატალონიურ კლუბში ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს.
"ატლეტიკო" "ბარსელონასგან" 80 მილიონ ევროს ითხოვს იმის გამო, რომ კატალონიელები ფრანგ შემტევს ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდნენ, როდესაც მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენდა, ფეხბურთელი კი მოგვიანებით შეიძინეს, როდესაც თანხა 120 მილიონამდე შემცირდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გრიზმანის ტრანსფერის შესწავლა უკვე დაიწყო.
"ატლეტიკო" თავის ინტერესებს იცავს, ჩვენ - ჩვენსას. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გრიზმანთან არანაირი წინასწარი შეთანხმება არ გვქონია. ჩვენ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან კონტაქტი მაშინ დავიწყეთ, როდესაც მან კლუბის შეცვლის სურვილი ოფიციალურად გამოაცხადა." - აბიდალის ამ სიტყვებს Marca ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]